ლგბტ რუსეთში

ლგბტ რუსეთში

რუსეთში, წელს, ლგბტ ქსელის მიერ გამოკითხული თემის წევრების 3%-ს ჰომო/ბისექსუალური ორიენტაციის ან ტრანსგენდერული იდენტობის კორექციას, ანდა მკურნალობას აიძულებდნენ. გამოკითხვა 2013 წლის აგვისტოში ჩატარდა და მასში მონაწილეობა რუსეთის მასშტაბით 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდან პირველად 1973 წელს შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ ამოიღო, თითქმის 20 წლის შემდეგ, 1990 წლის მაისში, დაავადებათა  საერთაშორისო კლასიფიკატორზე დაყრდნობით, იგივე მიდგომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაიზიარა. რუსეთში ჰომოსექსუალობა დაავადებად 1999 წლიდან აღარ ითვლება, თუმცა რუსული ლგბტ ორგანიზაციების ინფორმაციით, იძულებითი მკურნალობის პრაქტიკას ცალკეული ექიმები ამ დრომდე მიმართავენ.

გამოკითხვა:  

სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ისაევის განმარტებით, საბჭოთა კავშირის დროს ჰომოსექსუალობა ფსიქოპათიად ითვლებოდა. ჯანდაცვის სისტემის მიერ საერთაშორისო მიდგომების ოფიციალურად გაზიარების შემდეგ კი, რუსი ფსიქიატრების მიერ ჰომოსექსუალობისადმი მიდგომის ცვლილებასთან დაკავშირებით, პოზიციის  დაფიქსირება არ მომხდარა.

„ეს არის მიზეზი, რომ მასწავლებლების და პრაქტიკოსი ფსიაქიატრების უმეტესობა ამ ცვლილებას, როგორც საერთაშორისო საზოადოებისთვის დათმობას, ისე განიხილავს. ეს საბჭოური მიდგომები იარსებებს მანამ, სანამ ჰომოსექსუალობის მკაფიო განმარტება არ მოხდება“ – ამბობს ისაევი.

2013 წელს ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლგბტ ადამიანების იძულებითი მკურნალობის და სამართლებრივი დევნის მომხრეა რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მოსახლეობის 3/4-ს კი, ჰომოსექსუალობის საჯარო დემონსტრირების აკრძალვა სურს. ამავე გამოკითხვიდან გამოჩნდა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებთან რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულება უფრო ცუდია, ვიდრე სხვა ნაციონალობის, რწმენისა თუ სოციალური ფენის წარმადგენელთა მიმართ. გამოკითხულთა მხოლოდ 8% თვლის, რომ მათ უნდა დავეხმაროთ, რათა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი საზოგადოებაში, ხოლო 31%-ის აზრით, მათ უბრალოდ თავი უნდა დავანებოთ. და ბოლოს, კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელვანი შედეგი: რუსეთში გამოკითხულთა 44%-ის აზრით, სახელმწიფო არ არის ვალდებული დაიცვას ეს ადამიანები გარშემომყოფთა აგრესიისგან. 

წყარო: Russian lgbt network, Yuri Levada Analytical Center

სოფო ზედელაშვილი

დატოვე კომენტარი მოდერაციის გარეშე. კომენტარები, რომლებიც ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს, წაიშლება.

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s