საქველმოქმედო აქცია სააღდგომოდ

10155896_758709854161056_7254064179064404177_n

16 აპრილს, დილის 10 საათიდან ,,სოციალური დაცვის ლიგის“  თაოსნობით და თქვენი მონაწილეობით საქველმოქმედო აქციას ვიწყებთ. აქციის სახელწოდებაა ,,1 პასკა +10 კვერცხი” და ის  სამი დღის განმავლობაში  გაგრძელდება. შაბათის ჩათვლით შეგიძლიათ მიიტანოთ პასკები და სააღდგომო კვერცხები თბილისის სასულიერო სემინარიის 1 სართულზე, სიონის ეკლესიის უკან, მისამართზე, სიონის ქ. 13/40

მოქალაქეებს ვთხოვთ გააკეთონ მოიტანონ შენაწირი, რომელიც მკაცრად აღირიცხება, გაჭირვებული ადამიანი კი წაიღებს და ბედნიერ აღდგომას დაიყენებს. მორჩენილი შემოწირულობა დარიგდება აღდგომის დღეს, დილით, ბავშვთა სახლებსა და თავშესაფრებში დარიგდება. აქციაში ჩართვა ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591 001 011

 

გელა სიხარულიძეს კვლავ ჩვენი თანადგომა ესაჭიროება

Gela Sixarulidze_Usaxlkaro adamiani 1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გელა სიხარულიძეს სრულად დაუფინანსა გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯები. შეგახსენებთ, რომ გელა თხუთმეტი წელია ცხოვრობს ქუჩაში. მას ბოლო თვეებია, სტკივა ფეხი და არსებობს განგრენის განვითარების საფრთხეც. გელა დღეს გადავიყვანეთ ავერსის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება კომპლექსური გამოკვლევა. ერთადერთი, რაც არ ანაზღაურდება, არის კვება. ჩვენი თხოვნაა, თქვენი კეთილი ნების
შემთხვევაში,  რამდენიმე დღის განმავლობაში მოხალისეობრივად ჩაერთოთ კიდევ ერთ სოციალურ აქციაში და მოგვაწოდოთ დიეტური საკვები, რომელსაც გელა სიხარულიძეს ყოველდღიურად მივუტანთ. გაკეთდება გრაფიკი. საკვებად სასურველია: მოხარშული ქათმის ხორცი, პიურე, ბრინჯი და სხვა ნაკლებცხიმიანი საკვები, ასევე ნატურალური წვენები.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქეთის, ნომერზე 598540161 ან მისწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: keti@identoba.com

სასწრაფოდ გასავრცელებლად: უსახლკარო გელა სიხარულიძე შეიძლება უახლოეს ხანებში განგრენით დაიღუპოს

გელა სიხარულიძე, 43 წლის. 15 წელია უსახლკარო 1

სასწრაფოდ გასავრცელებლად: უსახლკარო ადამიანი, გელა სიხარულიძე, რომელიც 15 წელია ქუჩაში ცხოვრობს.  თუ სასწრაფოდ მისი მკურნალობის დაწყება არ გახდება შესაძლებელი, უახლოეს ხანებში შეიძლება განგრენით  გამოწვეული შოკით დაიღუპოს.

2014 წლის 25 მარტს “იდენტობას” მიმართა მოქალაქემ, რომელიც საკუთარი ძალით ცდილობს დაეხმაროს სხვა მოქალაქეს, გელა სიხარულიძეს, რომელიც განსაცდელშია, კერძოდ ის არის უსახლკარო და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ბოლო დღეების განმავლობაში მას ძალიან გაუსივდა ქვედა კიდური, რის გამოც ის ფეხზე დგომასაც საერთოდ ვერ ახერხებს. გელას მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

თამარ მეფის გამზირზე, ქუჩაში, სადაც გელა იმყოფებოდა მოხალისემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გელას წინასწარ დიაგნოზად განგრენა დაუდგინა და განაცხადა, რომ ის სასწრაფოდ სეფსისის ცენტრშია გადასაყვანი. თუმცა თავად უარი თქვა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ მისი მდგომარეობა არ საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

შემდეგ მოქალაქემ გამოიძახა პატრული, რომლის თანამშრომლებმაც თქვეს რომ გადაიყვანდნენ გელას თავშასაფარში სადაც ავადმყოფს ექიმი შეამოწმებდა მხოლოდ მომდევნო დღეს. შედეგად გელა ცოტა ხნის წინ მოსკოვის გამზირზე, ე.წ. “კარვების თავშესაფარში” გადაიყვანს.

გელას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ყოველი წუთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თავშესაფარში ექიმის მოსვლამდე კი ძალიან დიდი დროა. გარდა ამისა, თავშესაფარში ექიმი ვერაფერს გააკეთებს ადგილზე. ჩვენი აზრით მას სტაციონარული და სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

გელა უსახლკარო ადამიანია, ის ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას 15 წელია აფარებს თავს, “იდენტობას” დახმარებით მისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობის აღება მოხერხდა, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება შეუძლებელია. ამ სტატუსის მისაღებად, კანონი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ითხოვს. შესაბამისად მას ფაქტობრივად ეკუთვნის სოციალურად დაუცველის სტატუსი, თუმცა ფორმალურად მას ვერ ღებულობს.

სამწუხაროდ, საკუთარი რესურსებით ჩვენ ვერ შევძლებთ მისთვის გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებას. სხვა შემთხვევებში ვეცდებოდით თანხების მობილიზებას, მაგრამ შემთხვევის გადაუდებლობიდან გამომდინარე მხოლოდ სახელმწიფოს ეფექტურმა ჩარევამ შეიძლება იხსნას გელა სიხარულიძე მტკივნეული და გარდაუვალი სიკვდილისგან. “იდენტობა” მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს, სასწრაფოდ, უახლოეს საათებში იმოქმედონ გელა სიხარულიძის სიცოცხლის გადასარჩენად.

გელა სიხარულიძის ფეხი 25 მარტის მდგომარეობით

გელა სიხარულიძის ფეხი 25 მარტის მდგომარეობით

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის გაცემული ცნობა. 25 მარტი

სასწრაფო დახმარების ბრიგადის გაცემული ცნობა. 25 მარტი

სასიამოვნო სიახლე: ილიას თელასის ანგარიშზე დავალიანება სრულიად დაფარულია და პოზიტიური ბალანსი 600 ლარს შეადგენს

ILIA

“იდენტობამ” დღეს, 20 მარტს კამპანია წამოიწყო, რომელიც  ილია ჩუბინიძისთვის გათიშული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას ითვალისწინებდა.

20 მარტის მდგომარეობით, “იდენტობას” წერილობითი თხოვნის მიუხედავად, კომპანია “თელასი” მისთვის დავალიანების ჩამოწერაზე უარს აცხადებდა და მხოლოდ დავალიანების რესტრუქტურიზაციას გვპირდებოდა.

აღნიშნულის გამო, ორგანიზაციამ საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. განცხადების დადებიდან 45 წუთში მოქალაქეებმა არა მხოლოდ სრულიად დაფარეს დავალიანება 633 ლარი, არამედ მის ბალანსზე 18 საათისთვის 600 ლარი პოზიტიური ბალანსი ირიცხება.

“იდენტობა” გულითად მადლობას უხდით თითოეულ ადამიანს, ვინც აქციაში მიიღო მონაწილეობა.

 შეგახსენებთ, 27 წლის ილია ჩუბინიძე არაჰოჯკინის ლიმფომით (სისხლის კიბო, III სტადია) არის დაავადებული და უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

დავეხმაროთ ილიას ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვაში

ilia2 1

განახლება: დავალიანების თანხა უკვე სრულიად დაფარულია და პოზიტიური ბალანსი 600 ლარს შეადგენს. გთხოვთ აღარ ჩარიცხოთ ზედმეტი თანხა. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ ილიას პირად ანგარიშზე ჩაურიცხოთ თანხა, რომელიც მას სამკურნალოდ დასჭირდება.

“იდენტობას” მკითხველმა რამდენიმე დღეა იცის ილიას შესახებ. ის უმძიმეს დაავადებას ებრძვის და უმძიმესი სოციალური მდგომარეობა აქვს.  ილიას ქიმიოთერაპიის გაკეთების შესაძლებლობაც არ ჰქონდა, ხოლო თელასმა 700 ლარი დავალიანების გამო შუქი გაუთიშა. მოხალისე მოქალაქებთან ერთად,   საქმეში “იდენტობას” იურისტი ნინო ბოლქვაძეც ჩაერთო. “იდენტობა” თელასს ვალის რესტრუქტურიზაციას სთხოვს. თელასის წარმომადგენელმა 20 მარტს “იდენტობას” იურისტთან საუბარში დაადასტურა, რომ ილიას ვალს ყოველთვიურად გაუნაწილებენ,  თვეში 80 ლარის ოდენობით, თუმცა ვალის  ნაწილობრივ ან სრულად ჩამოწერაზე დაპირება ჯერ ვერ მივიღეთ. ამიტომ, “იდენტობა” იწყებს მცირე მასშტაბის საქველმოქმედო აქციას. ყველა ჩვენგანს შეგვიძლია მას ამ დავალიანების გადახდაში დავეხმაროთ. სიმბოლურად, 10-10 ლარს პირველად იდენტობას ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი, სათემო ოფიცერი ნათია ხარატიშვილი, სათემო ცენტრის დირექტორი ანა რეხვიაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ვაჭარაძე გადაიხდიან. იმედი გვაქვს, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ილიას დენის გადასახადს გადაუხდით. ილიას თელასის სააბონენტო ნომერია 1360663. მისი დავალიანება ამჟამად 633 ლარს შეადგენს.

!!! იდენტობა არ აგროვებს შემოწირულობას. თქვენ თავად შეგიძლიათ თელასის ანგარიშზე (1360663) ჩაურიცხოთ თანხა, თუნდაც 1 ლარი.

ilia

ილია ჩუბინიძე

ILIA 2
სახელი:
ილია ჩუბინიძე 
ასაკი:
27
ადგილი:
თბილისი
მოკლე აღწერა:
ოჯახის სოციალური მდგომარეობა: დაუსაქმებელი.

დიაგნოზი: არაჰოჯკინის ლიმფომა

ესაჭიროება: 6 ქიმიოთერაპია

თანხა:25 000 ლარი http://wehelp.ge/view/content.php?id=24 

ავადმყოფობის ისტორია: ილია ჩუბინიძე 2013 წელს მუცლის ტკივილის გამო არამიანცის საავადმყოფოში მივიდა სადაც ოპერაციისა და ერთ თვიანი გამოკვლევის შემდეგ არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინეს, მას ჰყავს ახლადშექმინი ოჯახი და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად თბილისში.

არაჰოჯკინის ლიმფომა არის დაავადება რომლის დროსაც ზიანდება ლიმფური სისტემის უჯრედები.ესენია: სისხლის თეთრი რიგის უჯრედები-ლიმფოციტები რომლებიც იქცევიან სიმსივნურ უჯრედებად,მრავლდებიან,იზრდებიან და არ კვდებიან დადგენილი წესის მიხედვით.ამიტომაც არ მიეკუთვნება სიმსივნურ დაავადებატა ჯგუფს.ქიმიოთერაპიის 2 კურსის 4 ოპერაციისა და მთელი რიგი გართულებების შემდეგ ილიას კიდევ ესაჭიროება ქიმიოთერაპიის 6 დამატებითი კურსი,რისთვისაც მას 25 000 ლარი ესაჭიროება მთელ რიგ დამატებით ძვირადღირებულ პროცედურებთან ერთად.

ილიას პირველი ქიმიოთერაპიის კურსი დაუფინანსა საქართველოს მთავრობამ,ხოლო მეორე კურსი მეგობრებისა და საზოგადოების თანადგომით. ავადმყოფობის გამო ილია იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა და ახლა მას მშობლები ეხმარებიან.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ სამედიცინო დოკუმენტაცია.

ღვთისგან და კაცისგან მივიწყებული “მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ზრუნვის ცენტრი”

IMG_0739 1

გადაცემა “იმედის გმირების” ერთ-ერთი პერსონაჟი, მარინა ბორშუკოვი, წელიწადზე მეტია, რაც “მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ზრუნვის ცენტრს” ხელმღძვანელობს. მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ახლა 20 მოხუცია. ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას ხელს მუდმივი უსახსრობა უშლის. მიუსაფარი მოხუცებისთვის ელემენტარული სახსრების თხოვნით, მარინამ თითქმის ყველა ინსტანცია შემოიარა, მაგრამ ამაოდ.

მარინა ბორშუკოვი, მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ზრუნვის ცენტრი:

„ჩვენთან მყოფი მოხუცების 90% უპატრონოა. ზოგი საქართველოს მოქალაქეც არაა. სხვადასხვა საავადმყოფოებიდან გადმოყვანილი ძალიან  მძიმე პაციენტები მყავს. ზოგი ქუჩიდან ავიყვანეთ. მათ საავადმყოფო უკვე ვეღარ ინახავდა. სულ 28 მოხუცი გვყავდა, მაგრამ 7 გარდაიცვალა. საკრებულოს მივმართე, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს. შიხიაშვილის სახელზეც ბევრჯერ მიმიმართავს, მაგრამ მისგან არანაირი პასუხი არ მოსულა. მასთან შეხვედრაზე ჩაწერაც კი პრობლემაა.

აქამდე, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გვეხმარებოდა. ახლა ვეღარ გვეხმარება. მერიამ ერთი თვის ქირა გადმოგვირიცხა, ახალ წელს დიდი სუფრა გაგვიშალა და მორჩა – ამით ამოიწურა მისი ჩვენს მიმართ ყურადღება. საავადმყოფოები მოხუცებისთვის დახმარების გაწევაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, უფრო მეტიც, მეუბნებიან, რომ ჩემი ჰოსპისიდან არავის მიიღებენ. ვიდრე „სოციალური პარტნიორობა“ მედგა მხარში, ნამდვილად დიდ შვებას ვგრძნობდი, რადგან იგი უამრავი ყოფითი პრობლემის გადაჭრაში აქტიურად მეხმარებოდა. ოჯახიდან აბსოლუტურად ყველაფერი გავიტანე, რომ მოხუცებისთვის საჭირო პირველადი ნივთები და საკვები მაინც შემეძინა. ახლა, სამწუხაროდ, აღარაფერი დამრჩა, რომ ჩემი სახსრებით მაინც უზრუნველვყო ცენტრის გამართული მუშაობა. ყველასგან დახმარებას ველოდები, მაგრამ ამაოდ. აბსოლუტურად ყველა იგნორირებას მიკეთებს. თავად მოხუცების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხომ საერთოდ საგანგაშოა. ზოგიერთს პანიკურად ეშინია, რომ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე მათ წინაშე, ეს ძალზე მძიმე ასატანია. ივანიშვილის სახლთან მივედი, მაგრამ მას ხმა ვერანაირად ვერ მივაწვდინე. როგორც დაცვის უფროსმა გამომიცხადა, ბ-ნი ბიძინა „სახელმწიფო დონის პერსონებთან შეხვედრაზეა“ და „ჩემნაირი ხალხისთვის არ სცალია“. მაინტერესებს, ამ ადამიანების ბედი ამ დუნიაზე მხოლოდ მე უნდა მაწუხებდეს? ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან? ავადმყოფობით და შიმშილით უნდა დაიხოცონ? ვინ აიღებს მათზე პასუხისმგებლობას? ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ნიკა მელია გარდაცვლილი მოხუცების დაკრძალვაში მაინც მეხმარებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იმდენად არიან ერთმანეთთან „ბრძოლაში“ გართულნი, რომ მათ ირგვლივ არსებული რეალობის დანახვა აღარ ძალუძთ. მიუსაფარ ადამიანებს სულ არ აინტერესებს, ვინ არის მტყუან-მართალი, რადგან ამ ბატალიების მაყურებლები, ხვალ, შესაძლოა, ისინი ცოცხლებიც აღარ იყვნენ. თუ ადამიანს რეალურად სურს დახმარება, თავისი ხელფასიდანაც შეუძლია დახმარების გაწევა.

ინგლისში მიცხოვრია და კარგად ვიცი, რომ მიუწვდომელი არც ერთი საჯარო პერსონა არაა. საქართველოში კი, საჯარო თანამდებობის პირისთვის ხმის მიწვდენა და მით უმეტეს, მისგან რეალური დახმარების მიღება, ფაქტიურად, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ასე არ ლაპარაკობდნენ…

ჯანდაცვის სამინისტრო 11 დეკემბერს შემპირდა, 40 საწოლს გადმოგცემო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტირების თანხა ჩვენ უნდა გადაგვეხადა. ამის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, სამინისტროს ნამდვილად არ მივმართავდი. ეს საწოლები იმისთვის მჭირდებოდა, რომ ზამთრის სუსხში ადამიანები არ გაყინულიყვნენ და თავი მაქსიმალურად დაცულად ეგრძნოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავადმყოფობით, უჭმელობით, მოუვლელობით დაუძლურებული მოხუცები ამ ქვეყანაში სიკვდილისთვის არიან განწირულნი. არ არსებობს ადგილი, სადაც მათ ელემენტარულ ყურადღებას დაუთმობენ და მოუვლიან. ეს ადამიანები, თავის დროზე, ქვეყანას ემსახურებოდნენ და მისთვის შრომობდნენ. არ მესმის, რატომ ექცევიან მათ ახლა ისე, თითქოს ზედმეტი ტვირთი და ნაგავი იყვნენ.

მე შუამავალი ვარ, მთავრობას ვეხმარები. არაფერს ვითხოვ, გარდა იმისა, რომ ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველაზე მინიმალური მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული. როდესაც ირგვლივ მილიონები იხარჯება სრულიად უმიზნო და უმისამართო რამეებზე, აღშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ. მოვიდნენ, აღწერონ, დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება… გამოდის, რომ ამ ადამიანებს ჩემი სახსრებით ვინახავ, და ეს სახსრებიც უკვე აღარ არსებობს… ჩვენთან უმძიმესი მდგომარეობის მოხუცები ცხოვრობენ. მათ სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდებათ. ამ „სათანადოს“ ვინღა დაეძებს, ელემენტარული საარსებო სახსრები არ გაგვაჩნია მათ მისახედად.

მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობისა, არ არსებობს, ჩემთან ვინმემ დარეკოს და მე იგი უარით გავისტუმრო. აბსოლუტურად ყველას, ყველანაირ მდგომარეობაში, ვიღებ. როდესაც ადამიანი შიმშილისგან და მოუვლელობისგან მოკვდება, მერე გვიან იქნება. სამწუხაროდ, ამის გამოცდილებაც გვაქვს…“.

ესაუბრა შორენა გაბუნია

თოჯინების თეატრი დღეს უსახლკაროთა კარვებს ესტუმრება

1369048_690096211018622_1593538316_n

თბილისის თოჯინების თეატრისა და “იდენტობას” ერთობლივი აქციის ფარგლებში, დღეს, უსახლკაროთა კარვებში მცხოვრები ბავშვებისათვის თოჯინური წარმოდგენა გაიმართება. გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი უსახლკაროთა დროებით თავშესაფარს 19 საათზე ეწვევა. მათთან ერთად იქნებიან “იდენტობას” თანამშრომლები, რომელებიც მოქალაქეების მხრიდან ბოლო დღეებში მოწოდებულ ნივთებს (ტანსაცმელი, სათამაშოები) კარვების კოორდინატორებს გადასცემენ.

ბავშვებისა და თეატრის შეხვედრას “17″ უახლოეს დღეებში, სიუჟეტის სახით შემოგთავაზებთ.

პეტიცია: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის – Manifest.ge

petition.ge
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, უსახლკარო ადმიანების გაყინვის გამო გარდაცვალებაზე. უსახლკარო ადმიანები მრავლად არიან თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან ერთად იზრდება ქუჩაში მყოფი უსახლკაროების გაყინვით დაღუპვის შანსი. მოვუწოდებთ ხელისულებას მიიღოს გადამჭრელი ზომები უსახლკაროების დასახმარებლად.

ავტორი: ნინო ვაჩაძე  ხელმოწერები: 721      თარიღი: 09/12/2013

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის – Manifest.ge.

მოქალაქეთა აქცია პატარა მარიამისა და მისი ოჯახის სიცივისგან დასაცავად

warm

კვირას, 8 დეკემბერს, მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივით, “რუსთაველის” მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქველმოქედო აქცია გაიმართება.

აქციის მიზანია, შეგროვებული თანხით, საჭირო ნივთებითა და თბილი სამოსით დაეხმარონ ოჯახს, რომელიც 2 თვის ბავშვის, მისი მამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედისგან შედგება. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მამა ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან სახლში მარტო ვერ ტოვებს ჩვილსა და ცოლს. შესაბამისად, არ აქვთ არანაირი შემოსავალი, არ აქვთ გათბობა.

ორგანიზატორებმა ფეისბუქში შექმნეს ღონისძიება, სადაც მსურველებს დეტალური ინფორმაციის გაგება და კოორდინირება შეეძლებათ. ამასთან, გამოქვეყნდა საბანკო ანგარიში, რომლის საშუალებითაც მსურველებს ოჯახისთვის თანხის გადარიცხა შეეძლებათ:

LBRTGE22

მიმღების დასახელება მალხაზ ფუტკარაძე 
ანგარიშზე GE08LB0711196320584000

პოეტები დაგვიანებული ღმერთის მოლოდინში (VIDEO)

ყუთი

ქაშუეთის ეკლესიასთან კომერციულ ვნებებს შეწირული, საეკლესიო მაღაზიასთან სანახევროდ შეხორცებული საფლავი დავით სარაჯიშვილისაა. ქართველი ქველმოქმედის, რომლის დასასვენებელი ადგილიც პოლიტიკური შეხედულებების, ანდა ფინანსური მოტივების მიხედვით იცვლებოდა – 3-ჯერ გადაასვენეს.

19 ნოემბერს, ქართველი პოეტების ინიციატივით, უსახლკაროთა თავშესაფრის დასახმარებლად აქცია გაიმართა. პოეტებმა და მათთან ერთად მუსიკოსებმა, მაყურებლებს სოლოლაკში, მწერლის სახლში უმასპინძლეს. ეს იმ დავით სარაჯიშვილის სახლი იყო, ქაშუეთის ეკლესია საკუთარი სახსრებით რომ ააშენა და მერე, ოდნავ ზედმეტი რომ აღმოჩნდა ამ ეკლესიის ეზოში.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნატა ინგოროყვამ საკუთარი ლექსის წაკითხვამდე თქვა: “სანამ აქ წამოვიდოდი, შევიხედე ჩემს გარდერობში იმის შესარჩევად, თუ რითი უნდა შევმოსილიყავი და გამახსენდა, რომ მე მაქვს ერთი მაისური, რომელსაც აწერია: “საჭირო დროს, საჭირო ადგილას” – ჩვენ ახლა საჭიროს დროს, საჭირო ადგილას ვართ”. მერაბ მამარდაშვილის ვერსიით, გმირობა ეს საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაა.

საქველმოქმედო აქციაზე დადგმულ ყუთში 460 ლარი შეგროვდა. თანხა მთლიანად თავშესაფრის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

“სამართლიანი არჩევნები” თავშესაფრის შექმნის ინიციატივას უერთდება

სამართლიანი არჩევნები

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” “იდენტობას” ინიციატივას უერთდება და მზადყოფნას გამოთქვამს უშუალო მონაწილეობა მიიღოს თავშესაფრის მოწყობის პროცესში. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჟარია “17″-თან საუბარში ამბობს:“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მისი თანამშრომლების სახით მხარს უჭერს ორგანიზაცია „იდენტობას“ ინიციატივას უსახლკაროებისათვის ზამთრის თავშესაფრის გახსნასთან დაკავშრებით. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ ვერ უზრუნველყოფს უსახლკარო პირებისთვის სათანადო სოციალური დახმარების გაწევას, რათა ადამიანები ყინვისგან და შიმშილისგან არ დაიღუპონ, რასაც, სამწუხაროდ, შარშან ჰქონდა ადგილი.

ვფიქრობთ, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დროული ინიციატივა, რომელშიც წვლილის შეტანა თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს სამოქალაქო სოლიდარობის გრძნობის დანერგვას ქვეყანაში და კარგ პრეცედენტს შექმნის მომავალი საქველმოქმედო საქმიანობებისათვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნულ კეთილშობილურ საქმის მიმართ საზოგადოების დაინტერესება და ჩართულობა მაღალი იქნება”.

“რუსთავის 2-ის” გადაცემაში “სხვა შუადღე” ნინო ლომჯარია ქველმოქმედებაზე, როგორც საზოგადოებისთვის აუცილებელ ყოველდღიურ წესზე საუბრობდა:

ნინო ლომჯარია“მე ვფიქრობ,რომ ზოგადად, საზოგადოებას და ჩვენც, არასამთავრობო სექტორს გვაკლია ქველმოქმედების კულტურა, ეს არაა ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები.

ამაში ერთვება სზოგადოების ძალიან ფართო ფენები და ეს არ ხდება რაიმე გრანტით, ან სახლემწიფოს ხარჯზე. თითოეული ჩვენგანი რაღაცას ვიღებთ, რომ საბოლოოდ თანხა შეგროვდეს. ვფიქრობ, ეს წლების განმავლობაში უკვე გადავა ჩვევაში, გადავა კულტურაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდანვე შევეჩვიოთ ამ ტიპის კულტურას, ბავშვები აღვზარდოთ ისე, რომ თავადაც იყვნენ ჩართულები ქველმოქმედებაში”

ამასთან, “სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ოფისი მზადყოფნას გამოთქვამს ქალაქის მასშტაბით თავშესაფრის მომავალი მკვიდრებისათვის საჭირო ნივთებისა და ტანსაცმლის შეგროვება უზრუნველყოს. მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ოფისს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, წერეთლის #27. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 568180010

მამა ალექსანდრე გალდავა: მოგვეცით ფული ჩვენ

ფული...

დღეს, TV3-ის თოქ-შოუში “დიდი პოლიტიკა” თავშესაფრის მოწყობის შესახებ “იდენტობას” ინიციატივასა და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე იმსჯელეს.

“იდენტობას” აღმასრულებელმა დირექტორმა – ირაკლი ვაჭარაძემ თავშესაფრის იდეის გაჩენაზე ისაუბრა და აუდიტორიას უამბო, თუ როგორ მიმართა კერძო მოქალაქემ “იდენტობას” საკუთარი ფართის გადაცემის სურვილით, რათა ამ ფართში უსახლკარო ადამიანებისათვის თავშესაფარი გაკეთებულიყო. ირაკლი ვაჭარაძის საპასუხოდ, მამა ალექსანდრე გალდავამ თქვა: “თუ ამ ადამიანებს აქვთ [გაჭირვებულებისათვის დახმარების] სურვილი, ეკლესიაზე უკეთესად, მერწმუნეთ, რომ ამას “იდენტობა” ვერ გააკეთებს. თუ ამ ადამიანს უნდოდა დახმარება, არ სჭირდებოდა “იდენტობა”, ამდგარიყო და პირდაპირ გაეკეთებინა, თუ სიკეთის გაკეთება უნდოდა”.

დედა ფოტინე “იდენტობას” უსახლკარო ოჯახისათვის დახმარებას სთხოვს

Untitled drawing

დედა ფოტინე “იდენტობას” უსახლკარო ოჯახისათვის დახმარებას სთხოვს

გუშინ, “რუსთავი 2″-ის გადაცემა “სხვა შუადღეში” გაჟღერებულ “იდენტობას” ოფისის ტელეფონის ნომერზე დედა ფოტინესთან დაახლოებულმა უცნობმა ქალმა დარეკა და გვამცნო უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ, რომლის ერთ-ერთი წევრიც, მცირეწლოვანი ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. ამ ადამიანმა “იდენტობას” დედა ფოტინეს საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდა. ორგანიზაციამ თავის მხრივ, დედა ფოტინეს იურიდიული დახმარების აღმოჩენა შესთავაზა. რაზეც მან თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო, თუ კერძო უწყებას მისთვის სამართლებრივი დახმარება არ გაუწევია.

დღეს, 12 ნოემბერს, დედა ფოტინე “იდენტობას” ესტუმრა და გვიამბო: “მინდა ერთ ოჯახზე მოგიყვეთ, დედაზე, რომელსაც 5 შვილი ჰყავს. რამდენიმე წლის წინ დარჩნენ უსახლკაროდ. წლების განმავლობაში შეჰქონდა განცხადებები და ელოდა პასუხს ქალაქის მერიისგან საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თხოვნით. წელს, საბოლოოდ მოხვდნენ თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სულ ასეთი 24 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეირჩა. მაგრამ მოხდა ისე, რომ არსაიდან მოსული 7 ოჯახი შეიჭრა ამ ფართში და მიითვისა ის. 

დედას 4 სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს და ოთხივეს საბუთები გადაატანინეს ამ მათთვის განკუთვნილი სახლის მიმდებარე სკოლაში. თავის მხრივ ეს ადგილი ძალიან შორსაა მათი ახლანდელი საცხოვრებელი ადგილიდან და ახლა ბავშვები ყოველდღიურად გადიან ამ მანძილს, სკოლაში წასვლის და უკან დაბრუნების დროს ავტობუსიდან ხედავენ მათთვის განკუთვნილ სახლს და ვერ იგებენ რატომ არ გადადიან იქ. დასტესილები არიან და გვეკითხებიან როდის გადავალთო. მთავარი, რითიც ის სახლი იქნებოდა კარგი მათთვის – ოჯახი გაერთიანდებოდა, ერთად იცხოვრებდნენ. ახლა კი საცხოვრებლის არქონის გამო 2 ბავშვი დედას რეგიონში ჰყავს გაგზავნილი ნათესავებთან. გაფანტულები არიან. მხოლოდ ზაფხულში ახერხებენ ერთად ყოფნას, როგორც კი აცივდება უწევთ დაშორება, განცალკევება. უმცროსი ბავშვი 1 კვირის წინ გამოვიყვანეთ “იაშვილის კლინიკიდან”. მას სიცივისა და პირობების არქონის გამო უსიცხო ფილტვების ანთება დაემართა. არადა, ოჯახს აქვს ხელშეკრულება, სადაც შავით თეთრზე წერია, გაძლევთ დროებით საცხოვრებელს. ამ ხელშეკრულებას აქვს ასეთი პუნქტი. თუ ოჯახების შეყვანა არ მოხდა პირველ იანვრამდე, კონტრაქტი ავტომატურად კარგავს ძალას. ასეთი დაზარალებული ადამიანების ნაწილი უკვე დაიღალა და შეწყვიტა ბრძოლა კუთვნილი სახლების გამო. მათ ნაცვლად ახლა იმ სახლებში ჯან-ღონით სავსე მამარები ცხოვრობენ. მერია ამბობს, რომ პოლიციამ უნდა გამოასახლოს, პოლიციია ამბობს, რომ პრობლემის გადაწყვეტა მერიის ვალდებულებაა. არსაიდან არ ჩანს ხსნა, არ გვაქვს პასუხი, გვიშორებენ. გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალურად ხდება დროის გაჭიანურება პირველ იანვრამდე. ამიტომ მოგადექით თქვენ, დახმარების იმედი გვაქვს”.

“იდენტობას” კითხვაზე, მიმართეს თუ არა დაზარალებულებმა საპატრიარქოს თავშესაფარს, დედა ფოტინე ამბობს, რომ “ჯერ ამისგან თავს იკავებენ”.

ახალგაზრდა პოეტები თავშესაფრის მხარდასაჭერად

მწერალთა სახლი

19 ნოემბერს, 19 საათზე, მწერალთა სახლი ახალგაზრდა ქართველ პოეტებს უმასპინძლებს. ისინი უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ნატო ინგოროყვა, სალომე ბენიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თორნიკე ჭელიძე, ლია ლიქოკელი, გვანცა ჯობავა, გიორგი არაბული, თამთა დოლიძე, ირაკლი კაკაბაძე, ნათია ნაცვლიშვილი. საღამოზე გაიმართება მებო ნუცუბიძის, ჯგუფების “მასკულტურა” და “LOUDspeakers” კონცერტი. ბილეთის ღირებულება 3 ლარი იქნება.აქციის მხარდამჭერია lib.ge

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მწერალი ირაკლი კაკაბაძე საზოგადოების პასუხისმგებლობასა და უსახლკარო ადამიანების რესოციალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს: “დღეს თვითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი საჭიროებს ჩვენს თანადგომას, დახმარებასა და სოლიდარობას. თავშესაფრის არსებობა აუცილებელია იმ ქალაქში, სადაც დღემდე ღია ცის ქვეშ, ქუჩებში, ნანგრევებსა და კარვებში ცხოვრობენ ყველასაგან მიტოვებული მოქალაქეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ერთჯერადი ქველმოქმედება, რადგან თავშესაფრის არსებობა იქნება ზრუნვა არამარტო ცაკლეული პირებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის მიზნით, არმედ ადამიანებს შეექმნებათ შესაბამისი პირობები, იმისთვის, რომ მათ თავი არ იგრძნონ გარიყულად და შეძლონ საზოგადოებაში დამკვიდრება. ახალგაზრდა პოეტები და მუსიკოსები ვუერთდებით საქველმოქმედო აქციების კამპანიას და ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ადამიანი დაგვიჭერს მხარს და შემოგვიერთდება ამ კეთილ, სასიცოცხლოდ აუცილებელ საქმეში”.

საუბარი თავშესაფრის შესახებ “რუსთავი 2″-ის ეთერში

სხვა შუადღე 1

დღეს “რუსთავი 2″-ის გადაცემაში “სხვა შუადღე” თავშესაფრის თემის გარშემო ისაუბრეს. “იდენტობას” აღმასრულებელ დირქტორ ირაკლი ვაჭარაძესთან ერთად გადაცემის სტუმრები იყვნენ ნინო ლომჯარია (სამართლიანი არჩევნები | ISFED) და ბაია პატარაია (კავშირი “საფარი”). გადაცემის წამყვანებთან ერთად მათ უსახლკარო ადამიანთა მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით არსებულ სოციალური ტიპის გამოწვევებსა და თავშესაფრის იდეის შესახებ ისაუბრეს.

 

♬ მუსიკოსები თავშესაფრისთვის

საქველმოქმედო კონცერტი 1

კვირას, 17 ნოემბერს, 20 საათზე თავშესაფრის მოწყობის კამპანიის ფარგლებში მეორე ღონისძიება გაიმართება – კლუბმა – “მტკვარზე” უსასყიდლოდ გამოყო საკუთარი სივრცე საქველმოქმედო კონცერტისათვის. უკვე ცნობილია იმ მუსიკოსთა და მუსიკალურ ჯგუფთა ჩამონათვალიც, რომლებიც “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ საღამოში მიიღებენ მონაწილეობას: Landmark, Kung Fu Junkie, Avro York, Natural Life, ერეკლე დეისაძე, ID ბარათი, მაქს მაჩაიძე, Unlimited. 

კონცერტზე დასასწრებად მინიმალური შემოწირულობის ოდენობა 3-5 ლარი იქნება და თოჯინების თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლის მსგავსად, კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება თავშესაფრის სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.


ერეკლე დეისაძე
 თავშესაფრის იდეისა და ზოგადად, სოციალურ სივრცეში ხელოვანთა აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს მუსიკოსი, მწერალი ერეკლე დეისაძე: “ძალიან კარგი წამოწყებაა და ვფიქრობ, ასეთ კარგ ინიციატივას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი, მუსიკოსებმა – ორმაგად. დიდი ხანია კონცერტი არ მქონია, მაგრამ მსგავს ღონისძიებებში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში – დიდი მადლობა თავშესაფრის იდეის ავტორებს”.

უსახლკარო ადამიანებზე ზრუნვის საქმეში სახელმწიფოს როლს უსვამს ხაზს “Landmark”-ის წევრი ბასკი ასათიანი: “მიკვირს, რომ თავშესაფრის მოწყობის იდეა ამ დრომდე არ მოსვლია რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას. ადამიანები იყინებიან, მით უფრო ახლა, როცა აცივდა. მათ სიცოცხლეს რეალურად ემუქრება საფრთხე. არ ვიცი, ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე უფრო ფასეული რა უნდა იყოს… “Landmark”-ის წევრები ხშირად ვხუმრობთ, რომ საქველმოქმედო ბენდად ჩამოვყალიბდით, იმდენად ინტენსიურად ვართ ჩართულები მსგავსი ტიპის ინიციატივებში. გარდა ამისა, კონცერტზე მეორე, ახალი ჯგუფის – “Avro York”-ის შემადგენლობაშიც გამოვალ” . Landmark

თოჯინების თეატრი თავშესაფრისთვის

1392432_717787018249541_1011218084_n 1

1388016_717787158249527_625287975_n დღეს თავშესაფრის იდეის მხარდასაჭერად თბილისის თოჯინების თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა. თეატრმა მაყურებელს “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” უჩვენა. ბილეთების რეალიზაციით შემოსულ თანხას – 484 ლარს თოჯინების თეატრი სრულად გადარიცხავს თავშესაფრისთვის შექმნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.

რადიო “შოკოლადი” – თავშესაფრის კიდევ ერთი პარტნიორი

შოკოლადი 1

რადიო “შოკოლადმა” თავშესაფრის მოწყობის კამპანიაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. “შოკოლადი” გამოდის ინიციატივით, რომ მათსავე ბაზაზე “იდენტობასთან” ერთად დამზადდეს სოციალური თემატიკის სარეკლამო რადიო რგოლები. რადიოში გვითხრეს: “ამ ტიპის რეკლამებით შევძლებთ საზოგადოებას უსახლკარო ადამიანების მიმართ აქტიურობისკენ მოვუწოდოთ.ეს აქტიურობა შეიძლება იყოს ნებისმირი ტიპის - ელემენტარული საკუთარი გარდერობიდან არასაჭირო სამოსის გადაცემით დაწყებული, თავშესაფარის მოწყობით დამთავრებული”.

ამასთან, რადიო მზადაა თავშესაფრისთვის საკუთარი ოფისიდან გამოყოს ავეჯი (მაგიდა, სკამები, ტახტი…), ჭურჭელი და სხვადასხვა სამშენებლო მასალა.

უსახლკარო ადამიანთათვის განკუთვნილი თავშესაფრის კეთილმოწყობაში “იდენტობასთან” ერთად მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ“ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ”, “ბაქსვუდის” სკოლის მოხალისეთა კლუბმა, კინორეჟისორმა რუსუდან ჭყონიამ, დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა.

კვირას, 10 ნოემბერს თბილისის თოჯინების თეატრი ბავშვებისათვის საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს, ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხას კი მთლიანად თავშესაფარს გადასცემს.

თავშესაფრის თემა უკვე გააშუქა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემამ “რეალური სივრცე”, “მაესტრომ” პროექტით – “1 წუთი”, რადიო “თავისუფლებამ”. მომავალ კვირაში თავშესაფარზე “რუსთავი 2-ის” შუადღის შოუში ისაუბრებენ.

მსურველებს კი თავშესაფრისთვის თანხის სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვა და მოხალისეებად ჩაწერა უკვე შეუძლიათ.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა – თავშესაფრის დასახმარებლად

newton 1

გუგა ჩაფიჩაძე, ნიუტონის თავისუფალი სკოლა: „უსახლკაროთა თავშესაფრის ხელშესაწყობად, ჩავატარებთ კონცერტს, რომელშიც ძირითადად მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა მუსიკალური ბენდები. კონცერტი დაგეგმილია 15 ნოემბერს, პარასკევს. newton

პარალელურად თავშესაფრის ბინადართათვის ტანსაცმლის შეგროვებაზეც ვიზრუნებთ.

ჯერჯერობით, ეს არის ჩვენი უახლოესი გეგმები, თუმცა თავშესაფარზე ჩვენი ზრუნვა ამით არ სრულდება და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

1 წუთი მაესტროზე – ირაკლი ვაჭარაძე (VIDEO)

Screen Shot 2013-11-06 at 11.35.58 AM 1

მოიყვანეთ ბავშვები თოჯინების თეატრში და “ააშენეთ” თავშესაფარი

1234416_366383553494393_456884191_n 1

კვირას, 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის თოჯინების თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. ნაჩვენები იქნება “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”. ეს იქნება პირველი ღონისძიება უსახლკაროთა თავშესაფრის კეთილმოწყობის კამპანიაში, რომელსაც “იდენტობას” პარტნიორი ორგანიზაციები და ცალკეული მოხალისეები უერთდებიან. ქველმოქედებას უერთდება მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი “მუზა”, რომელიც სპექტაკლის გასამართად თეატრს უსასყიდლოდ დაუთმობს სივრცეს.1234416_366383553494393_456884191_n

თბილისის თოჯინების თეატრი გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ თანხას მთლიანად გადარიცხავს თავშესაფრის კეთილმოწყობისათვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე.

“იდენტობა” მოგიწოდებთ, 4 ლარად შეიძინოთ ბილეთი, თქვენს ბავშვებთან ერთად ნახოთ საინტერესო სპექტაკლი და გახდეთ ქველმოქმედები, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ უსახლკარო ადამიანებისათვის თავშესაფრის მოწყობის საქმეში.

ბილეთების შეძენა “იდენტობას” ოფისში შეგეძლებათ.

მისამართი: რუსთაველის #37, სადარბაზო #5, ბინა #1

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555 32 20 12; 599 72 43 98;

საუბარი ტელეკომპანია GDS-ზე უსახლკაროთა თავშესაფრის შესახებ

553092_498394356915871_175878240_n

553092_498394356915871_175878240_n უსახლკაროთა თავშესაფრის მოწყობის იდეით ქართული ტელევიზიებიც ინტერესდებიან. დღეს, GDS-ის პირდაპირ ეთერში, თავშესაფარის პროექტზე და უსახლკარო ადამიანთა პრობლემაზე სასაუბროდ ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის აპარატიდან,
მარიამ ჯიშკარიანი, “ემფატიადან” და ირაკლი ვაჭარაძე, “იდენტობადან”  მიიწვიეს. შუადღის გადაცემაში – “მიქსერი”, მან და გადაცემის წამყვანებმა თავშესაფრის მოწყობის და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, დასახელდა “ფეისბუქის” გვერდი, სადაც გაწევრიანება თავშესაფრის დახმარების ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის თემით ასევე დაინტერესდნენ “მაესტრო” და საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა “რეალური სივრცე”.

GDS-ზე გასული გადაცემის ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ >>> აქ

სახალხო დამცველი მიესალმება უსახლკართა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე „იდენტობას“ ინიციატივას

rjkrpinlxvmwgtesxjsh

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი “იდენტობას” ინიციატივას ეხმაურება:

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ორგანიზაცია „იდენტობას“ ინიციატივას ზამთრის მოახლოებასთან ერთად უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრის გახსნის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ყოველდღიურად არაერთი უსახლკარო და სოციალურად დაუცველ პირთა განცხადება შემოდის, რომელთა მთავარ პრობლემას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მოქმედი კანონმდებლობს თანახმად, უსახლკარო პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა. თუმცა, საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სტრატეგიისა და გეგმის არარსებობის პირობებში, ამ ვალდებულების შესრულება უმეტეს შემთხვევაში ვერ ხორციელდება.

საქართველოს სახალხო დამცველმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე არაერთი რეკომენდაციითა თუ საჯარო განცხადებით მიმართა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (თბილისსა თუ რეგიონებში), ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა არსებული რესურსების პირობებში, მიღებული იქნას ყველა ზომა უსახლკარო პირთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხების შესწავლასა და მონიტორინგს. ამასთან, მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, უსახლკარო ადამიანები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ და უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი თავშესაფრით მაინც.

rjkrpinlxvmwgtesxjsh

წყარო: http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1829

საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი უსახლკაროთა თავშესაფრისთვის

თბილისში იხსნება თავშესაფარი ყველაზე გაჭირვებული, უსახლკარო და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ.

“იდენტობა”, მოხალისეებთან, სასულიერო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად იზრუნებს თავშესაფრის კეთილმოწყობაზე, უსაფრთხოებაზე, გათბობაზე, სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი მომსახურების მიწოდებაზე, კვებაზე და რეაბილიტაციაზე.  თავშესაფრისთვის ფართი გამოყოფილია (80 კვადრატული მეტრი, ბაგებში) მაგრამ საჭიროა მისი კეთილმოწყობა და გამართული ფუნქციონირება.

ფინანსური დახმარების მსურველებისთვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში. ყოველი თვის ბოლოს, “იდენტობა” გამოაქვეყნებს შემოწირული და გასული თანხების ანგარიშს.

IBAN/ბანკის კოდი: AGREGE22

Acc. #|ანგარიშის ნომერი: GE95KS0000000360800598

Acc. Name|ანგარიში: “Subaccount 2013” | ”ქვეანგარიში 2013”

Acc. holder|ანგარიშის მფლობელი: “Identoba” |ააიპ ”იდენტობა”

Bank name|ბანკის სახელი:

JSC KOR Standard Bank, Tbilisi. |კორსტანდარტ ბანკი

Bank address|ბანკის მისამართი: Any Branch| ნებისმიერი ფილიალი

დამატებით, კითხვებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე (+995 32) 230 56 14 ან მოგვწერეთ info@identoba.com (წერილის სათაურში მიუთითეთ სიტყვა “თავშესაფარი” ან “tavshesafari”

ქეი–ეს–ბი ბანკის ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელი

სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკევი - 09.30 – 17.30
შაბათი - 10.30 – 14.00

თბილისი
ფილიალები და სერვისცენტრები
ვაკე (09.30-21.00სთ.)
ჭავჭავაძის გამზ. № 43
ალაბარი
ქეთევან წამებულის გამზ. № 3
ვერა
მელიქიშვილის ქ. № 8/2
დიდუბე
წერეთლის გამზ. № 60
აღმაშენებელი
აღმაშენებლის გამზ. № 147
ვარკეთილი
კალოუბნის ქ. № 7
კრწანისი
გორგასლის ქ. № 37
საბურთალო (09.30-20.30სთ)
პეკინის გამზ. № 24ა
დიდი დიღომი
იოანე პეტრიწის ქ. № 8
გლდანი
ხიზანიშვილის ქ. № 15
თავისუფლების მოედნი (24 საათი)
თავისუფლების მოედანი № 4
ღუდუშაურის საავადმყოფო (24 საათი)
ლუბლიანას ქ. № 18/20
თბილისის შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრები
ვაკე-საბურთალოს მომსახურების ცენტრი
კოსტავას ქ. № 68ა
გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრი
სარაჯიშვილის ქ. № 1
მთაწმინდა-რწანისის მომსახურების ცენტრი
გენერალ გულუას ქ. № 4
დიდუბე-ჩუღურეთის მომსახურების ცენტრი
აღმაშენებლის გამზ. № 140ა
აეროპორტის მომსახურების ცენტრი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ლილო-გეზი
გარდაბანი, სოფ . მარტყოფი,თბილისის შემოსასვლელი გზის 35-ე კმ
აეროპორტი-გეზი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
(ძველი აეროპორტი)
რეგიონები
ფილიალები და სერვისცენტრები
ბათუმი
კონსტანტინე გამსახურდიას ქ. № 4 (რუსთაველის ქ. №12)
ქუთაისი
გრიშაშვილის ქ. № 37
ფოთი
აღმაშენებლის ქ. № 17
თელავი
თ. ბაგრატიონის ქ. № 1
გორი
სტალინის ქ. № 29
მარნეული
რუსთაველის ქ. № 51ა
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. № 49
რუსთავის ავტობაზრობის სერვის დესქი
რუსთავის ავტო ბაზრობა(კავკასიის ავტოიმპორტის შენობა)
წითელი ხიდის სავაჭრო ცენტრის სერვის დესქი
სოფელი კაპანაჩხი
რეგიონების შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრები
რუსთავის მომსახურების ცენტრი
კოსტავას ქ. № 36
მცხეთის მომსახურების ცენტრი
მუხრანის № 17ა
გორის მომსახურების ცენტრი
სამეფოს ქ.  № 50
საგარეჯოს მომსახურების ცენტრი
ჯაფარიძის ქ. № 2ა
მარნეულის მომსახურების ცენტრი
რუსთაველის ქ. № 73
ზუგდიდის მომსახურების ცენტრი
სტალინის ქ. № 1
ქუთაისის მომსახურების ცენტრი
ჯავახიშვილის ქ. № 5
ახალქალაქის  მომსახურების ცენტრი
თავისუფლების ქ. № 93
ბათუმის მომსახურების ცენტრი
ფირისმანის ქ. № 5ა
ბორჯომის მომსახურების ცენტრი
რუსთაველის მოედანი  № 1
ლაგოდეხის მომსახურების ცენტრი
ქიზიყის ქ. № 25
ახალციხის მომსახურების ცენტრი
ნათენაძის ქ. № 54
თელავის  მომსახურების ცენტრი
ალ. ვარდოშვილის ქ. № 30
ხაშურის  მომსახურების ცენტრი
კოსტავას ქ. № 7
გურიის (ოზურგეთი)  მომსახურების  ცენტრი
ქ. ოზურგეთი, ი. შემოქმედელის ქ. № 3
წითელი ხიდის მომსახურების  ცენტრი
საზღვარი
ფოთის მომსახურების ცენტრი
დემეტრე თავდადებულის ქ. № 4
ფოთი მომსახურების ცენტრი
აღმაშენებლის ქ. № 58
ფოთი-გეზი
ჯავახიშვილის ქ. № 32
ბათუმის პორტის გეზი
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
ადლია-გეზი
სენაკი-ფოთის სარფი საავტომობილო გზის106-ე კილომეტრი

თავშესაფრის კიდევ ერთი გულშემატკივარი – “ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი”

1384761_638713216149021_131412120_n 1

1384761_638713216149021_131412120_n

“იდენტობას” წამოწყებას “ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის” სახით მომდევნო თანამოაზრე შეემატა. კლუბის ორგანიზებით, 16-17 ნოემბერს სკოლის ბაზაზე საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაში გაიმართება, რომლის ფორმატიც ცნობილი სატელევიზიო თამაშის „რა? სად? როდის?” ანალოგიური იქნება. თამაშიდან შემოსული თანხით მოხალისეთა კლუბი, რომლის წევრებიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან, უსახლკაროთა თავშესაფარს დაეხმარებიან.

“იდენტობა” კლუბის პრეზიდენტს, მურთაზ თაკალანძეს ესაუბრა: “ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი ჯერ მხოლოდ სამი თვის შექმნილია და ამ სამი თვის განმავლობაში შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტ ბავშვთა სახლს დავხმარებოდით. იმის გამო, რომ საქართველოში რთულია ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც პირდაპირ ემსახურება სამოქალაქო აქტივობის განვითარებას და რა თქმა უნდა, შეძენილი რესურსით უკვე – ქველმოქმედებას. ჩვენი კლუბი საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაშითა და ამ თამაშში შემოსული თანხით, თუნდაც, მცირედით, დაეხმარება ამ კონკრეტული თავშესაფრის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მსგავსი პროექტი გაკეთდეს და ამით მოხდეს ჩვენი მოქალაქეების თუნდაც საყოფაცხოვრებო მინიმუმით უზრუნველყოფა. ორგანიზაციის ეს თანამშრომლობა “იდენტობასთან” არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და უკვე ჩამოყალიბებული თავშესაფრის დასახმარებლად ჩვენ გავაგრძელებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას.”

თამაშში მონაწილეობის მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ განაცხადი შეავსოთ >>> აქ.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უსახლკაროთა თავშესაფარს დაეხმარება

SOCMUSH 1

სხვადასხვა ორგანიზაციები და კერძო პირები კვლავ აქტიურად ეხმაურებიან უსახლკაროთა თავშესაფრის ამოქმედების იდეას და კვლავ აქტიურად გვთავაზობენ დახმარებას. ამჯერად, გვესაუბრება სალომე ნამიჭეიშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე:

“რა თქმა უნდა, თავშესაფრის ინიციატივა ძალზე მნიშვნელოვანი და ძალზე დროულია. მიმაჩნია, რომ უსახლკარობის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემაა დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის. მივესალმები „იდენტობას“ ამ წამოწყებას. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მხარში დაუდგება ამ ინიციატივას.

 SOCMUSH

ჩვენს ასოციაციას გამოცდილება აქვს საქართველოში არსებულ საცხოვრისებთან მიმართებაში. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ თავშესაფრის ბენეფიციარების შერჩევის პროცესში. ანუ, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ეს ადამიანები. სოციალური მუშაკები ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამართლიანობის პრინციპის დაცვა. ვისაც საცხოვრისი ყველაზე მეტად სჭირდება, სწორედ მან უნდა მიიღოს.

ასევე, ჩვენ შეგვიძლია „იდენტობას“ მხარი დავუჭიროთ თავშესაფარში მოხვედრილი ბენეფიციარების სოციალური უფლებების ადვოკატობაში. ანუ, მათ შესაძლოა გააჩნდეთ ბევრი სხვა პრობლემა და კომპლექსური საჭიროებები. ჩვენ ვეცდებით, ისინი შესაბამის უწყებებთან, სხვადასხვა სექტორთან დავაკავშიროთ და მათი საჭიროებების ადვოკატირება მოვახდინოთ.

უსახლკარობა მწვავე სოციალური პრობლემაა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით ამაზე იმდენად, რამდენადაც უამრავი ადამიანი დგას ამ საჭიროების წინაშე. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საბინაო პოლიტიკა და ფაქტობრივად, სახელმწიფოს დღის წესრიგში არ დგას ზოგადად ამ საკითხის რაიმე კუთხით მოგვარებაზე ზრუნვა. სოციალური საცხოვრისები, რომლებიც დღეს საქართველოს ხუთ რეგიონში არსებობს, მუნიციპალურ სერვისს განეკუთვნება. ჩვენი ასოციაცია მუნიციპალიტეტებს ამ სერვისების გამართვაში დაეხმარა. ამ დროს, ჩნდება ხოლმე პრეტენზიები ბენეფიციართა შერჩევასთან დაკავშირებით. ბინა არის 28, და თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა სადღაც 10 ათასს სჭარბობს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ძალზე რთულია ისეთი კრიტერიუმის შემუშავება, რომელიც სამართლიანი და სოციალური თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.

ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა გაჩნდეს პრობლემა, რომ თავშესაფარი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მნიშვნელობა ამით რამენაირად კნინდება. ეს იქნება კიდევ ერთი პილოტური გამოცდილება, კიდევ ერთი მაგალითი  იმისა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის პრობლემების გადაჭრა. ამ საქმიანობის მთელი იდეაც ხომ ეს არის – ჩვენ მთელ სამოქალაქო სექტორსაც და სახელმწიფოსაც ასეთი ტიპის თავშესაფრების საჭიროება უნდა ვაჩვენოთ. მართალია, ჩვენ სრულად ვერ გადავჭრით ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ პრობლემას, მაგრამ ეს იქნება ერთი მაგალითი იმისა, რაც შემდეგ უნდა განივრცოს”.

ამერიკელი პოლიციელის “უკანონო ქმედების” ისტორია

women

ფოტოზე მარცხნივ წარმოდგენილი ქალი მაიამელი დედა, ჯესიკა რობლესია, რომელმაც მშიერი ოჯახის გამოსაკვებად სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება მიიღო – საკვების მოპარვა განიზრახა.

  women
ფოტოზე ქალი მარჯვნივ – მაიამი-დეიდის ოლქის პოლიციის ოფიცერია, ვიკი ტომასი. ოფიცერი ტომასი ჯესიკას დაპატიმრებას აპირებდა, მაგრამ უკანასკნელ წუთს გადაიფიქრა. რობლესის დაპატიმრების ნაცვლად, ვიკი ტომასმა მას ასი დოლარის ღირებულების პროდუქტები შეუძინა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, მისთვის ზოგიერთი პროდუქტი მეყიდა, რადგან მისი დაპატიმრება არ გადაწყვეტdა მისი ბავშვების შიმშილის პრობლემას“, – განაცხადა პოლიციელმა.
რობლესის 12 წლის გოგონა ტირილით უამბობს მედიის წარმომადგენლებს, რომ მისი ძმა მშიერი და მოუვლელია, ჭამას ითხოვს და მას ოჯახში გამუდმებით ეუბნებიან, რომ „საჭმელი არ არის“.
ოფიცერი ტომასი საკუთარი ქმედების სისწორეში დარწმუნებულია: „ჩვენს მიერ მიტანილი ჩანთა ასი დოლარის ღირებულების პროდუქტით მათთვის საშობაო საჩუქარივით იყო. ეს ნამდვილად ღირდა ამად“, – ამბობს იგი.
მაგრამ, ოფიცერ ტომასს ჯესიკასთან ერთი სათხოვარი აქვს – როდესაც ფეხზე დადგება, თავის მხრივ, ვინმე სხვას დაეხმაროს. ამაზე ჯესიკა სიხარულით დათანხმდა.
შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი ამბები მოხდა. ადამიანებმა, როდესაც ჯესიკა რობლესის ისტორია გაიგეს, კიდევ 700 დოლარი გაიღეს, რომ მას პროდუქტები შეეძინა.
როდესაც ადგილობრივი ბიზნესის მფლობელმა ჯესიკა მომსახურების სფეროში დასაქმების გასაუბრებაზე მიიწვია, მას ცრემლი მოერია. ბიზნესმენმა მას უთხრა: „სიტყვები არ მყოფნის, როგორი მადლობელი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა წილად თქვენი დახმარების პატივი“.
არადა, მთელი ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ პოლიციის ვეტერანი ოფიცერი საკუთარ ინსტინქტს მიენდო და არ იხელმძღვანელა „დაწერილი კანონებით“.

საია უსახლკაროთა თავშესაფრის ბინადართა იურიდიულ მხარდაჭერაზე იზრუნებს

saia 1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება უსახლკაროთა თავშესაფრის შექმნის იდეას და საჭიროებისამებრ, თავშესაფრის ბინადართ უსასყიდლო იურიდიულ დახმარების აღმოჩენას ჰპირდება.

“თავშესაფრის იდეა ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რადგან საქართველოში ეს საკითხი დღემდე ძალზე აქტუალურია. სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე სახლკარის გარეშეა დარჩენილი. როდესაც კონკრეტული ადამიანი გამოხატავს კეთილ ნებას და უსასყიდლოდ უთმობს მის საკუთრებაში არსებულ ფართს უსახლკარო ადამიანებს, იმედია, გამოჩნდებიან სხვა სახის დახმარების გაწევის მსურველნიც. ჩვენს ორგანიზაციას თავშესაფრის ბინადართათვის უფასო იურიდიული სერვისების მიწოდება შეუძლია. ხშირ შემთხვევაში, ადამიანს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, აქვს პრობლემები სხვადასხვა დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით მათ“, – აცხადებს საიას აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე.

  saia