დ. - დაკბინეს რუსთაველის მეტროსთან. მიდიოდა თავისთვის. "შეხედე ბიჭო პატარა მკერდი აქვს, პიდარასტი იქნება" - შეძახილებით დაედევნენ.

ლგბტ ადამიანების მიმართ მასობრივი ტერორი დაიწყო

17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა. არ მომხდარა სამართლებრივი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დაუსჯელობა კიდევ უფრო ახელებს ძალადობისკენ მომართული ადამიანების თვითნებობას და კანონსაწინააღმდეგო ქცევას.

 ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება თბილისის ქუჩებში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღემდე საფრთხის წინაშე დგას.

ორშაბათს, 12 საათისთვის “იდენტობასთვის” ცნობილი გახდა შემდეგი ძალადობის შემთხვევების შესახებ (სტატია მუდმივად განახლდება და დაემატება ფაქტები):

1. ა.-ს “შხარასთან” საღამოს 17-ში დახვდნენ ბიჭები, მან თავი მოაჩვენა, რომ უცხოელი იყო. თუმცა ვერ შეძლო მოძალადეთა შეჩერება. ის ადგილზე ჯგუფურად სცემეს. ამის შემდეგ ა.-ს 18 მაისს ბუკიას ბაღში დაუხვდნენ და  ჰომოფობიური შეურაცხყოფების ფონზე თმებზე ცეცხლი წაუკიდეს.19 მაისს, ა.-ს კუს ტბაზე დახვდა ახალგზრდათა ჯგუფი და ის კიდევ ერთხელ გხდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
2. “იდენტობას” თანამშრომელ ქალს მაკდონალდსთან ეჯახებოდა ჯიპი. მან შეძლო დარტყმის თავიდან აცილება. თუმცა მძღოლმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე და საცემრად გამოიწია. მდგომარეობა ახლოს მდგომმა ტაქსისტებმა განმუხტეს.
3. 17 მაისს დ.-ს და თ.-ს (გოგოებს) ქაშვეთის წინ 3 საათზე გაეკიდა ადამიანთა დიდი ჯგუფი. ისინი დაიჭირეს და სასტიკად სცემეს.
4. ბ.ს- მოძალადეთა ჯგუფს “პოპულში” შეასწრო იდენტობას ორმა წევრმა. მხოლოდ ომბუცმენის და ელჩების მისვლის შემდეგ შეძლო პოლიციამ დაზარალებულთა გამოყვანა.
5. 18-ში 6 საათისთვის ნ.-ს (ქალი) მგზავრობდა სამარშუტო ტაქსით, მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდათა ჯგუფი მას მარშუტკიდან ჩამოყვა, ქურდულად გაურჩია საქმე. ერთ-ერთმა ორჯერ მოუქნია ხელი  დასარტყმელად. ნ.-მ პატრული გააჩერა. საპატრულო პოლიციამ ნ. შემთხვევის ადგილს გაცილა, თუმცა დამნაშავეების დაკავებას არ შეეცადა.

6. 18 მაისს დაახლოებით დღის 2 საათზე, დ.-ს და ჰ.-ს (ქალები) დაედევნა რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვებით “შეხედე ბიჭო მკერდი არ აქვს, პიდარასტი იქნება”. ისინი ფიზიკურად შეურაცხყვეს და დაკბინეს. დ.- ყვიროდა “გოგო ვარ, თავი დამანებეთო” მაგრამ მაინც სცემდნენ. დ. საერთოდ არ მოდიოდა აქციაზე. ის რუსთაველის მეტროდან ამოვიდა და ფილარმონიის მისამართით აპირებდა გადაადგილებას მეგობართან ერთად.   არცერთი გოგონა იდენტობას აქტივისტი არ არის.

7. ლესბოსელ გოგონას სკოლის დირექტორი სკოლიდან გარიცხვით ემუქრება და კლასის წინაშე ლანძღავს.

8. ზოგადად, თანამშრომლებს უჯანყდებიან მეზობლები, ოჯახებში მიდიან და მორალს უკითხავენ. იქცევიან აგრესიულად.

“იდენტობა” ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინოს 17 მაისსა და მის შემდგომ მომხდარი ძალადობის შემთხვევების მონაწილე პირები და აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები. დაუსჯელობამ უკვე იმსხვერპლა და მომავალშიც ზრდის საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეს.

დ. - დაკბინეს რუსთაველის მეტროსთან. მიდიოდა თავისთვის. "შეხედე ბიჭო პატარა მკერდი აქვს, პიდარასტი იქნება" - შეძახილებით დაედევნენ.

დ. – დაკბინეს რუსთაველის მეტროსთან. მიდიოდა თავისთვის. “შეხედე ბიჭო პატარა მკერდი აქვს, პიდარასტი იქნება” – შეძახილებით დაედევნენ.

საქართველოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს Continue reading

My experience on 17 May, IDAHO day, in Tbilisi

My experience on 17 May, IDAHO day, in Tbilisi

by Mariam Gagoshashvili  on Sunday, May 19, 2013 at 10:59pm

On 17 May, IDAHO day, I was together with 20 other activists (18 women and 2 men) where counter-protesters attacked us. We were surrounded by police, who was in turn surrounded by a large number of counter-protesters. Even though their number and aggression from them was growing (swearing at us and spitting in our faces), Continue reading

ჩემი მიმართვა (ჯერ კიდევ) დე იურე ხელისუფლებას

ნაცემი მრევლბიჭუნა – “მეც პიდარასტებს ვეძებ ძმაო. არ მომკლათ”

“მამაო” – “აქ არ ცემოთ ეკლესიის ეზოა. გარეთ გაიყვანეთ ბიჭო.”

მინდოდა დამეწერა წვრილად და მაღალფარდოვნად. რაც მეტი დრო გადის, მით მეტად მიჩნდება სურვილი ვისაუბრო მხოლოდ მთავარზე. მთავარი კი შემდეგია: საქართველოში ფაქტიურად გაფორმდა თეოკრატია.  დარჩენილია იურიდიული გაფორმება, რაც “ჰომოსექსუალობის პროპაგანდის ამკრძალავი” კანონის შემოღებით დაიწყება და გაგრძელდება იქამდე, სადამდეც გარყვნილი კლერიკალების ფანტაზია გაწვდება. სულ  ბოლოს, ირანში, მოსახლეობას მასიურად ჩამოუარეს და პატარა ძაღლები ჩამოართვეს… ქალებს რომ შარვლის ჩაცმა და უნივერსიტეტში სწავლა აგეკრძალებათ, ეს ზუსტად ვიცი. მეტს ჩემი ფანტაზია მათ მაგივრად ვერ ქაჩავს.

ახლა კი მთავარი სათქმელი:

ვინც პოლიციას აქებთ და ამბობთ, რომ გმირობა ჩაიდინეს, ურცხვად ცრუობთ. უკვე აღარ არის საიდუმლო, რომ პოლიციას აგრესია არ ემუქრებოდა. გარიგებულები იყავით ეკლესიასთან და პატრულზე არ იყო “მრევლი” დაგეშილი. ვისზეც დაგეშილი იყო, იმათ ისე ეძებდნენ, რომ თავისიანები შემოელახათ ქაშუეთის ეზოში. უბრალოდ, ვერ გათვალეთ, პანდორას ყუთს რომ გახსნი და ბოროტებას გამოუშვებ, ჩემი-შენის გარჩევა აღარ აქვს. თანაც, ამდენი ელჩი აკვირდებოდა აქციას და მთლად სასიკვდილოდ ვერ გაამეტებინებდით “უმცირესობებს”. არ გეგონათ როცა გეუბნებოდით, რომ მართლა კრიმინალების ბანდაა ეს და არა ქრისტეს სიყვარულით გაჟღენთილი მორალური უმრავლესობა ხომ?  ახლა ხომ დაინახეთ? თუ ჯერ კიდევ ვერა? არა უშავს ჩემო ძვირფასებო, “ეს არ იყო ერთჯერადი აქტი” –  ასე გეუბნებათ პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი. ეს მიმართვა ეხება თინა ხიდაშელს, ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, წულუკიანს, კბილაშვილს, ბიძინა ივანიშვილს – ყველას, ვინც პოლიცია აქო.

აქ რიგითი პოლიციელების ქებით ვერ გამოვძვრებით. მეც უზომოდ მადლობელი ვარ მათი. მერე? ეს რა შუაშია სახელმწიფო გადატრიალება რომ მოხდა იმასთან? აქ აღარ არის საუბარი კონსტიტუციის დარღვევაზე, სადარბაზოში გამოკეტილ გოგოებზე რომლებსაც ბოთლებს უშენდნენ, გატეხილ თავებზე, სიკვდილის შიშზე რაც თქვენი უპასუხისმგებლობით განიცადეს ადამიანებმა, რომლებიც სასტიკად მოგვატყუეთ – დაგიცავთო. ამაზე პასუხს ცალკე მოგთხოვთ იქ სადაც ხელი მიუწვდება ცივილიზაციას.  პოლიციის ქება არ გიშველით სტრასბურგში. მთელმა დედამიწამ ნახა რაც მოხდა

ჟარგონისთვის მომიტევეთ და ეკლესიამ “გააბაზრა თავად რომ აძლევდა ინსტრუქციას პოლიციას. პრინციპში, ჩვენც გაგიბაზრეთ მანამდე. რაც მე გუშინ ნეტგაზეთს ინტერვიუში ვუთხარი, დღეს ეკლესიის წარმომადგენელმა თავად გაახმოვანაა – პოლიცია გთავაზობდა აქციის მონაწილეთა სხვაგან გადაყვანას და თურმე ეს ეკლესიის იდეა ყოფილა. უბრალოდ ვისაც გაურიგდით, 12.41-დან 12.45-მდე არ დაგაცადათ ყველას მოგროვება და სისხლის სუნი რომ იყნოსეს, მერე ვეღარ დაიკოდნენ. შემდეგ როგორც მართა პოლიცია მორალურმა უმრავლესობამ, რომელიც ჯარისკაცების სიკვდილით იყო დამწუხრებული, ვიდეოებშიც ჩანს. ნუღა დამალინკინებთ. ზოგი თქვენგანი მაინც იტყვის, არ გვინახავსო.  ნერვებს მაინც აღარ მოვიშლი.

ჰოდა, ჩემო მეოცნებე ხელისუფალნო, აღარ უნდა ამ საქმეს კეკლუცობა. ხმა იმისთვის არ მომიცია, რომ ჩვენს ზურგს უკან იღებდეთ კონსტიტუციის დარღვევის ეშმაკურ გადაწყვეტილებებს. არაფერი არ დაიმალა, ვერ ხედავთ? სცადეთ დასავლეთი გაგეცურებინათ, თან ჩემი უსაფრთხოება დაგეცვათ და რადგან ეკლესიამ ასე გიბრძანათ, აქციაც ჩაშალეთ.  საბოლოოდ ვინ აღმოჩნდა გაცურებული? თქვენ! ცხვირწინ აგაწაპნეს ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოპოვებული ფაქტიური ძალაუფლება.

მალე თქვენც გადაგაყირავებენ და ჩუმად პანიკას, სჯობს ერთად ვიმსჯელოთ როგორ დავიცვათ ეს საერო სახელმწიფო.

პანდორას ყუთი უნდა დაიხუროს და ამას მარტო, ჩუმად ვერ მოახერხებთ. ითხოვეთ დახმარება და ყველანი ჩავერთვებით.

“იდენტობა” სპეციალურად გაჩუმდა და არცერთი კომენტარი არ გააკეთა, რადგან უჩვენოდაც მშვენივრად გამოჩნდა რა მოყვება უმრავლესობის ტირანიას – ქაოსი.

P.S. – მანანა კობახიძე და საგანელიძე გააჩუმეთ სანამ დროა.  ”იდენტობას” თავს ესხმიან და არ დაგავიწყდეთ, მთელი მსოფლიო გიყურებთ. რაც არ უნდა მოიგონონ ამ ჭკუასუსტებმა, ფაქტია, რომ პოლიციასთან ვითანამშრომლეთ, ყველა რჩევა შევასრულეთ, ხმა არ გაგვიღია იქ, არც თარიღი მოგვიგონებია და არც კონსტიტუცია დაგვირღვევია. შარში გაგხვევენ ეგ იდიოტები.

georgia1-articleLarge

ანა რეხვიაშვილი

გუშინდელის შემდეგ ვზივარ და ვფიქრობ. ასეთი სასოწარკვეთილი ალბათ ჯერ არ ვყოფილვარ. არც ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. Continue reading